ირაკლი ჭეიშვილი საარჩევნო პროცესში სუს-ის ჩართულობას უარყოფს

მირდატ ქამადაძის ბრალდებებს ‘’ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი პასუხობს. ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ დესტრუქციული ძალაა, მათგან კი მხოლოდ  ხელშეშლას ელოდებიან. ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ბათუმში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ფაქტები არა აქვთ, რომ ჰქონდეს აუცილებლად წარმოადგენდნენ. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რაც მათ ძალიან აღელვებთ. არა მხოლოდ საარჩევნო პროცესში, არამედ  ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც მათგან  ყოველთვის დესტრუქციულ ქმედებებს ველით და  ჩვენ  მზად ვართ.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესებში სუს-ის ჩართულობას, „ქართული ოცნების’’ შტაბის ხელმძღვანელი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები