ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით,  1800 ლარი 23 ივნისს ხაზინაში გადარიცხა.

”რა თქმა უნდა არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ  ვერ დავუშვებდი რომ, თუნდაც ერთ ადამიანს ჩემი საქმიანობის შესახებ კითხვები დარჩენოდა.”

ირაკლი მიქელაძის თქმით, ის სამი თვის განმავლობაში გერმანიაში ოჯახური მიზეზების გამო იმყოფებოდა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძისთვის გაცემული ანაზღაურების შესახებ განცხადებები დეპუტატებმა 31 მაისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთეს. მათი თქმით ბოლო რამდენიმე თვეა მიქელაძე საქართველოში არ იმყოფებოდა თუმცა, მას ხელფასთან ერთად პრემია, საწვავისა და სატელოფონო ხარჯები მაინც  დაერიცხა .

“აჭრის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები