“ირანელებს 112- ში დაურეკიათ, ვაშლიჯვარის ეკლესიის ზარების ხმა გვაწუხებსო და ხმა ჩააწყვეტინეთო”

 

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მარინა ჩეხაშვილი  შემდეგი შინაარსის პოსტს აქვყევნებს:

„რაღაც მინდა მოგიყვეთ.
ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა და დღესაც გული ძალიან დამძიმებული მაქვს.

სექტემბრის შუა რიცხვებში ვაშლიჯვრის ტაძარში ერთი ამბავი ატყდა, პატრული, მრევლი(გაგიჟებული).

თურმე, აქვე, მეზობლად მცხოვრებ ირანელებს 112- ში დაურეკიათ ზარების ხმა გვაწუხებს და ხმა ჩააწყვეტინეთო. ხოდა მოვიდა პატრული და გამოაცხადა მოსახლეობა(ირანელები) წუხდებიან და რამე იღონეთ, თავი შეიკავეთო.

იმ დღის მერე ზარები აღარ რეკავენ. გუშინ დიდი დღესასწაული იყო ღვთისმშობელი დაიბადა და გუშინაც დუმდნენ ვაშლიჯვრის ეკლესიის ზარები.

კითხვები მაქვს
რა ხდება?
რა გვჭირს?

არც რასისტი ვარ და არც ქსენოფობია არ მჭირს, არც იმას არ ვიძახი ” რაც კარგები ვართ ქართველები ვართ თქო”

მარამმმ….
ჩემს ქვეყანაში ვინ მიკრძალავს ზარების ხმის მოსმენას, ვინ გადამთიელი? ვის წინაპრებსაც ჩემი წინაპრები შეაკვდნენ?

რჯულისთვის
მამულისთვის
ქართული ენისთვის
წავიდნენ, ბატონო,თავის მიწა წყალზე და იცხოვრონ ბედნიერად, ჩემი მე დამანებონ.

ჩემი ქვეყნის საზღვარს რომ გადავლენ აღარ შეაწუხებთ ზარების ხმა, ვეღარ გაიგებენ.

ადრე მეგონა, რომ სახლში დანთებული სანთელი, სახლში წაკითხული ლოცვა, წესიერი ცხოვრება სრულიად საკმარისი იყო იმისთვის რომ მეთქვა კარგი ქრისტიანი ვართქო.

თურმე ვცდებოდი..
ეკლესიაშიც უნდა ვიაროთ, სანთელიც იქ უნდა ვიყიდოთ და დავანთოთ, შესაწირიც მივიტანოთ, რომ ქრისტიანობა გავაძლიეროთ. გადამთიელმა დაინახოს, რომ ბევრნი ვართ.თორემ ცოტა ხანში ჯვრის ტარებას აგვიკრძალავენ, მერე ჩადრს აგვაფარებენ, მერე ეკლესიებს დაგვინგრევენ.

გუშინდლამდე მეც სხვებივით ვლაპარაკობდი:
მღვდლობა პროფესია გახდა,
ჯიპიანი მღვდლები,
ცუდად მოსაუბრე მღვდლები,
მთვრალი მღვდლები და ასე შემდეგ….

მაგრამ ტაძარი ხომ უფლის სახლია, ე. ი. უფალთან მივდივართ სტუმრად. ხოდა მღვდელი რა შუაშია.

ვაშლიჯვრის ტაძარს ძალიან კარგი მღვდელი ჰყავს, მასზე არ ითქმის ზემოთ თქმული. ეს ისე ზოგადად ვთქვი, რითიც ჩემნაირები თავს ვიმართლებდით ტაძარში მიუსვლელობის გამო.

ახლა კითხვა მაქვს:
ვინ არის დამნაშავე, დღეს რომ ვაშლიჯვარში ზარები არ რეკავენ.
ვინ და ჩვენ, მოსახლეობა, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ იმდენს გვიკეთებენ, რამდენის უფლებასაც ვაძლევთ“ – წერს მარინა ჩეხაშვილი.

სხვა ვიდეოები