ირმა გაბინაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის სპეციალობის პირველკურსელებს შეხვდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის სპეციალობის პირველკურსელებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტებს ცენტრის საქმიანობისა და პრიორიტეტების, აგრეთვე დაგეგმილი აქტივობების და სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. საუბარი შეეხო ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სფეროში ინიცირებულ Enpard-ის პროექტებს და მათ განმახორციელებელ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს. გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ მითებსა და რეალობაზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სტუდენტებს უვიზოდ მიმოსვლისა და Erasmus+ის გაცვლითი პროგრამის შესახებ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის დასასრულს, მსმენელებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები და თემატური ლიტერატურა.

წყარო:”საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center

სხვა ვიდეოები