ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები

“ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები”_ საბალეტო წარმოდგენა, რომელმაც ბლექ სი არენას სცენა პირველად დაიკავა, ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ბალეტის  ვარსკვლავები იტალიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან და რუსეთიდან ჩამოვიდნენ.

შესრულდა ნომრები, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე ბალეტიდან. კონცერტის დასასრულს ირმა ნიორაძემ ქართულ ნაციონალურ ბალეტთან სუხიშვილებთან ერთად მუხამბაზი შეასრულა. საბალეტო შოუს დამდგმელი რეჟისორი ანდრის ლიეპა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი ირმა ნიორაძე იყო.

‘აჭაის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები