ისრაელში მოღვაწე ქართველმა ანესთეზიოლოგმა, პროფესორმა – სიმონ იაკობაშვილმა ქართველ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სრაელში მოღვაწე ქართველმა ანესთეზიოლოგმა, პროფესორმა – სიმონ იაკობაშვილმა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქართველ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და გაუტკივარებაზე სამეანო პრაქტიკაში ლექცია წაიკითხა. შეხვედრა, კლინიკა „მედცენტრში“ გაიმართა და მას მედიკოსებთან ერთად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ანესთეზიოლოგ-რენიმატოლოგი, ილია ნაკაშიძე დაესწრნენ.

აჭარის ჯანდაცვის მინსიტრმა, პროფესორი სიმონ იაკობაშვილი, მიმდინარე წლის 15-17 სექტემბერს, ბათუმში დაგეგმილ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მეორე საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად მოიპატიჟა. შეხვედრაზე, ილია ნაკაშიძემ კოლეგის ვიზიტი პროფესიულ ჭრილში დადებითად შეაფასა და კოლეგას გამოცდილების გაზიარებისათვის მადლობა გადაუხადა. ისრაელში მოღვაწე ქართველი ანესთეზიოლოგის აჭარაში ვიზიტი, ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსების ისრაელის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტის დროს დაიგეგმა.

“აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები