იტალიის ფერარას უნივერსიტეტის პროფესორი ბსუ-ს საპატიო დოქტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, იტალიის ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლივიო ძებრინი ბსუ-ს საპატიო დოქტორად აირჩია.

კლასიკური არქეოლოგიის პროფესორს სილვიო ძებრინის დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს და კერძოდ აჭარის არქეოლოგიის შესწავლის საქმეში. მისი თაოსნობით ქ. ბათუმში დაარსდა „შავიზღვისპირეთის კვლევების საერთაშორისო ცენტრი“, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქართულ-იტალიურ ერთობლივ კვლევებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს.

იტალიელი პროფესორი აქტიურადაა ჩართული გონიო-აფსაროსის შესწავლაში. გასულ წელს მისი თაოსნობით ციხის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა არქეოლოგიური კვლევები. სამუშაოების გაგრძელება იგეგმება წელსაც.

ბსუ-სა და ფერერას უნივერიტეტებს შორის 2014 წელს მემორანდუმი გაფორმდა, რის შემდეგაც კვლევითი და აკადემიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ლივიო ძებრინის დაფინანსებით პროფ. ვ.ლიჩელთან ერთად, განხორციელდა რომაული პერიოდის ძეგლების გათხრა აწყურში. პროფესორმა იტალიურ ენაზე გამოაქვეყნა მონოგრაფია რომაული ხანის კოლხეთის შესახებ.

ძებრინის ინიციატივით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ზვიად ჩხენკელი მიმდინარე წლის მაისის თვეში მონაწილეობდა სამეცნიერო სემინარსა და ვორქშოფში ფერარასა და ვენეციაში, სადაც თანამედროვე და ძველი არქიტექტურის საკითხებს სწავლობდა.
ლივიო ძებრინი ფერარას უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ სწავლებათა დეპარტამენტის პროფესორი და კურსის ,,ანტიკურობის სწავლების’’ ხელმძღვანელია. აგრეთვე, მიწვეული პროფესორი სორბონას უნივერსიტეტში და რუმინეთის კლუჟის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორი რომის ისტორიისა და კლასიკური არქეოლოგიის მიმართულებით.

სხვა ვიდეოები