ჯამბულ ხოზრევანიძე:”ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებდით მესამე მოწვევის საკრებულოს პერიოდში”

მესამე მოწვევის საკრწბულომ გავაკეთეთ ის რის გაკეთება შევძელით ესტაფეტა გადავაბარეთ ღირსეულ ადამიანებს როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ასევე ხულოს მერიაში, მათ წარმატება მინდა ვუსურვო.
მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის არასამთავრობო სექტორს, ხოლო ჩვენი სხდომის გაშუქებისთვის როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ სატელევიზიო, ბეჭდურ და ელექტრონულ მედია სშუალებებს.
მადლობა მინდა გადავუხადო ხულოს მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოსა დეპუტატებსა და აპარატს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ ბაუჩაძესა და გამგეობის ყველა თანამშრომელს, ყველა აიპს. ჩემს ოპონენტებს ოპონირებისატვის.
მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, სასულიერო პირებს, პედაგოგებს, სამედიცინო პერსონალს, კულტურის სფეროს, თეატრს, პენსიონერებს, ახალგაზრდებს და ყველას, რომლებიც მოთმინებით და გვერდში მედგნენ ხულოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებდით მესამე მოწვევის საკრებულოს პერიოდში და სადაც არ უნდა ვიყო კიდევ ბევრს გავაკეთებ ხულოს მუნიციპალიტეტისა და ხალხის კეთილდღეობისათვის, ჩემთვის მთავარი იყო და არის ხულოს წინსვლა და კეთილდღეობა.
კიდევ ერთხელ ვსარგებლო საშუალებით და მადლობას ვეუბნები ყველას უკლებლივ ვინც ამ პერიოდში ჩვენთან ერთად შრომობდა, მეხმარებოდა, მამხნევებდა, გვერდში მედგა და სტიმულს მაძლევდა, რომ უფრო მეტი მეკეთებინა.

პატივისცემიტ,
ჯამბულ ხოზრევანიძე

სხვა ვიდეოები