ჯანდაცვის პროგრამებსა და ქვეპროგრამებს 3,965,1 ლარი მოხმარდება

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებსა და ქვეპროგრამებს 3,965,1 ლარი მოხმარდება, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებსა და ქვეპროგრამებს – 8, 502,4 ლარი, ხოლო სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამებს – 710,9 ათასი ლარი. მომავალი წლის ბიუჯეტში სიახლეს წარმოადგენს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი განვითარების პროგრამა, რომელზეც ბიუჯეტიდან 11,734,2 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხები ქალაქის დაგეგმარებას, ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერებასა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ქალაქის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას, მუნიციპალური სერვისების განვითარებასა და სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარებას მოხმარდება.

წყარო:”ქალაქ ბათუმის საკრებულო”

სხვა ვიდეოები