ჯელალ ქიქავამ ლეიბორისტული პარტია დატოვა

ჯელალ ქიქავამ ლეიბორისტული პარტია დატოვა  –  გადაწყვეტილება აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გუშინ მიიღო. მოტივად – თვითმმართველობის არჩევნებზე ელექტორატის დაბალ აქტივობას ასახელებს.

ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ ის ტაიმაუტს იღებს და პოლიტიკაში უპარტიო სტატუსით დაბრუნდება. ქიქავა კონკურს აცხადებს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე. ირწმუნება, რომ პარტიიდან წასვლა ლიდერთან – შალვა ნათელაშვილთან შეათანხმა. ქიქავა ბოლო ორი წელია რაც აჭარაში პარტიის სახეა, ის მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობისთვის 8 კანდიდატთან ერთად იბრძოდა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები