ჯემიროქუაის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია – 27 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

27-30 ივლისს ბათუმში შავი ზღვის XI ჯაზფესტივალი გაიმართება.

ჯასფესტივალის ვებგვერდის მონაცემებით ბილეთები სრულად გაყიდულია ჯემიროქუაის, CORY HENRY & THE FUNK APOSTLES-ის, MATTHEW HARTNETT & THE GUMBO ALL STARS-ის, ლუ ბერის, MF ROBOTS-ისა და KORDZ-ისა და გიორგი ცაგარელის კონცერტებზე.

ყველაზე ძვირი, 250 ლარი ღირდა ბილეთი ჯემიროქუაის კონცერტზე, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

ბილეთები ჯერ ისევ იყიდება DE LA SOUL-ისა და ჯოს სთოუნის კონცერტებზე. DE LA SOUL-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 150-200 ლარია, ხოლო ჯოს სთოუნის კონცერტზე – 100-150 ლარი. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ზუსტი განრიგია:

27 ივლისი, 19:00 საათზე, კლუბი TAKE 5 – CORY HENRY AND THE APOSTLES
28 ივლისი, 19:00 საათზე – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIROQUAI
29 ივლისი, 19:00 საათზე – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – DE LA SOUL
30 ივლისი, 19:00 საათზე – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JOSS STONE; 23:00 – კლუბი TAKE5- MF ROBOTS

ფესტივალის ორგანიზატორია „ისტერნ პრომოუშენი“.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები