ჯიხანჯურის გზის მოასფალტება დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად ჯიხანჯურის საზღვრის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ2+215 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ი.მ. დავით სიჭინავამ შეასრულა და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იყო 987 000 ლარი. აღნიშნულ გზაზე მოეწყო 1360 გრძივი მეტრი კიუვეტი, 355 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი.
“აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემწბის მართვის დეპარტამენტი”

სხვა ვიდეოები