ჯილეხის შემთხვევა აჭარაში – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხელვაჩაურში კარანტინი გამოაცხადა

კარანტინი ხელვაჩაურში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა ახალსოფელში. დაავადების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 19-20 აგვისტოს ახალსოფლის მცხოვრებმა დაკლა ნათესავის დაავადებული საქონელი, რომელსაც ქოშინი და ჯილეხისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები ჰქონდა.

სააგენტომ სოფელში კარანტინი გამოაცხადა და დაკლული საქონლის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. ბოლო შემთხვევა ახალსოფლის გვერდით მდებარე სოფელში, გონიოში 1943 წელს მოხდა და მას შემდეგ დაავადება არ დაფიქსირებულა. სააგენტო მოსახლეობას საქონლის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ჯილეხის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, პირველად გუშინ ტვ 25 გაავრცელა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები