ჯორბენაძე: ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი წლევანდელი ბიუჯეტისგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია

ხულოს, საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ირაკლი ჯორბენაძეს 2018 წლის ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, “ბიუჯეტი მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტისაგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია”.

საკრებულოს წევრის განცხადებით გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირებულია ხულოს სარეზერვო ფონდის თანხები. ირაკლი ჯორბენაძე მიმდინარე წელის ბიუჯეტის ათვისებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხულოს მერიამ ბიუჯეტი სრულად ვერ აითვისა, რაც ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის დაკარგვას გამოიწვევს.

ოპოზიციური პარტიის შენიშვნებს არ ეთანხმებიან ხულოს მერიაში, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ნადიმ ვასაძის განცხადებით , მომავალი წლის ბიუჯეტი ერაპობრივად გაიზრდება. მისივე განმარტებით მიმდინარე წელს აუთვისებელი თანხა ნაშთის სახით 2018 წლის ბიუჯეტში გადავა, რაც დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხმარდება

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები