ჯოს სტოუნი შავი ზღვის ჯაზფესტივალს დახურავს

პოპულარული ბრიტანელი შემსრულებელი ჯოს სტოუნი უკვე ბათუმშია. ჯოს სტოუნი ჯაზფესტივალის დასკვნით საღამოზე მსმენელის წინაშე წარსდგება. ის ძველი და ახალი ალბომებიდან მელომანებისთვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.29 წლის მომღერალს კარიერის განმავლობაში 14 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ჯოს სტოუნის ლაივშესრულებები განსაკუთრებით საინტერესოა. ის მსმენელს, პოპულარული სიმღერების არაჩვეულებრივ ქავერებს სთავაზობს.
კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დღეს გაიმართება.
” აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები