ჯუმბერ ვარდმანიძე ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე დღეს ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩევლებს შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ.
მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ამომრჩევლებს გააცნო.ადგილობრივებმა ძირითადად შიდა სასოფლო გზების დაბეტოენება და გარე განათების სისტემის დამონტაჟება მოთხოვეს.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მოსახლეობის აქტიურობას და თითოეული მოქალაქის თანადგომას, რაც 21 ოქტომბერს “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდისთვის მოსახლეობის მხარდაჭერით გამოიხატება.

წყარო:”ჯუმბერ ვარდმანიძის მხარდამჭერები”

სხვა ვიდეოები