ჯუმბერ ვარდმანიძის შეხვედრა რამდენიმე სოფლის ამომრჩეველთან

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ მარადიდის, კირნათისა და კობალეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატი ლეილა კახაბერიძეც იმყოფებოდა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა გზებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება მოითხოვეს. ჯუმბერ ვარდმანიძე მოსახლეობას ხელვაჩაურის მერად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ეტაპობრივად დაჰპირდა. მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ერთ–ერთი პრიორიტეტი მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა იქნება. ჯუმბერ ვარდმანიძე ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატ მინდია დიდმანიძესთან ერთად, სოფელ მახოსა და სიმონეთის ამომრჩევლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ადგილობრივებმა შეხვედრაზე, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება და გარე განათების მონტაჟი მოითხოვეს. ჯუმბერ ვარდმანიძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ სამომავლოდ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ახალი პროქტები შემუშავდება.

წყარო:”ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერად / Jumber Vardmanidze”

სხვა ვიდეოები