კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

მომღერალი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა კახაბერ ცისკარიძე დღეს ბათუმში, 6 მაისის პარკში წარადგინა. ის პოლიტიკაში კონკრეტული გეგმებით მოდის. ამბობს, რომ პირველ რიგში ქალაქის იმიჯსა და პოპულარობაზე უნდა იზრუნოს. კახაბერ ცისკარიძის თქმით, მისი მთავარი მიზანია ბათუმი ხელოვნების ქალაქი გახდეს.

„ბათუმმა და ბათუმელებმა, მთელი ქყვენის მასშტაბით პოპულარული გამხადეს. ვთვლი, რომ მათთან ვალში ვარ. მინდა ჩემი ენერგია, იდეები და გამოცდილება ზღვისპირა ქალაქს მოვახმარო. ხალხის თანადგომით, ერთიანი ძალებით ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალოთ“ – ამბობს მომღერალი.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები