კამპანია “იპოვე შენი თავი”

”იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი”- ამ სახელწოდების კამპანია ქედაში. # 80 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ამომრჩევლებს ის მეთოდები და ტექნიკური საშუალებები გააცნეს, რომლითაც უბანზე მისვლის გარეშე, სარჩევნო სიაში პირადი მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა ექნებათ.

ამომრჩეველს საშუალება აქვს ამ მიზნით გამოიყენონ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში განთავსებული სპეციალური ველი სახელწოდებით “ცესკო”. ასევე, ეწვიონ ვებ გვერდს ცესკო.გე.  საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 16 დღით ადრე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანა აღარ განხორციელდება.

 წყარო : “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები