„კარფური“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ ბათუმში დღეს გაიხსნება

ბათუმში დღეს, მარკეტ „კარფურის“, ასევე „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების ფილიალები გაიხსნება. მარკეტი და რესტორნები ერთ შენობაში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა .

„ვისოლ ჯგუფის“ მიერ ერთი თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ რამდენიმე მაღაზია განთავსდება.

კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“, რომელიც წარმოადგენს „კარფურის“ ქსელს საქართველოში, ის შენობა ბათუმში, სადაც სუპერმარკეტი უნდა გაიხსნას, იჯარით აქვს აღებული.

ეს შენობა „ვისოლი ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც ამ ადგილას „სმარტისა“ და „დანკინ დონატსის“ გახსნას აპირებდა.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები