კენჭაძე და მაჭარაშვილი ჭიდაობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ახალაგზრდებს შორის, პირველ სათამაშო დღეს, ნიკა კენჭაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა ( 97 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ნახევარფინალში, კენჭაძემ თურქ კუჩუკილდიმირს 1:4 სძლია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. გივი მაჭარაშვილმა კი ასევე თურქ ჩიფჩი, დიდი ანგარიშით – 13:5 დაამარცხა და ისიც ფინალში იასპარეზებს.

ამ წუთებში დაიწყება ნახევარფინალი, უკრაინელ იასტენკოსა და ქართველ ედემი ბოქვაძეს (60 კგ) შორის. გამარჯვების შემთხვევაში, ბოლქვაძე მესამე ქართველი იქნება, ვინც ფინალში გამოვა.

ipress.ge

სხვა ვიდეოები