ხახულის არხის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ხახულის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. არხი მთელ სიგრძეზე სპეცტექნიკის საშუალებით გაიწმინდება. ხახულის არხის სიგრძე 2 კმ-ს შეადგენს. ამ ეტაპზე არხიდან შლამის ამოღების სამუშაოები ხორციელდება. არხის სრულად გაწმენდის შემდეგ მოხდება მისი გაღრმავება და გაფართოება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობის პრობლემას მოუხსნის.
ხახულის არხის გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,ბათუმის წყალი“ ახორციელებს.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები