ხალაში, საჩინოსა და ლეღვაში დაიმეწყრა სასოფლო გზები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო რამდენიმე ადგილას პრობლემა შეიქმნა. ძლიერი ქარის შედეგად დაბა ოჩხამურში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ხალაში, საჩინოსა და ლეღვაში დაიმეწყრა სასოფლო გზები, სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებითაა. ასევე ოჩხამურის, საჩინოსა და ციხისძირის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდება.
ამ დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება.
მუნიციპალიტეტში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები