„ხალხი პანიკაშია“ – რა ხდება სარფის საბაჟოზე?

სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს შეჩერებულია საბაჟო პროცედურები. ამის შესახებ adjararm.ge–ს  ერთ–ერთმა მგზავრმა განუცხადა. მისი თქმით, უკვე ორი საათია ხალხი რიგში დგას.

„არ ვიცით რა ხდება. ხალხი პანიკაშია. უკვე ორ სააათზე მეტია აქ ვდგავართ“,– აცხადებს მგზავრი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარეობს  სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის  გამოც  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება ხდება შეფერხებით.
„13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეჩერებული იქნება საბაჟო პროცედურები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება“,– აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

სხვა ვიდეოები