ხანძარი ბორჯომის ხეობაში

ხანძარი ბორჯომის ხეობაში, იწვის ტის მასივი სტიქიის ზონაში, სოფელ დაბაში, ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს, ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი.

დღეს ბორჯომის ხეობაში ორ თურქულ ვერტმფრენსაც ელოდებიან, რომლებიც საწვავის შესავსებად ბათუმში დაეშვებიან და შემდეგ სტიქიის ზონაში გაემგზავრებიან. სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ დაბაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის ძირითად კერებთან მუშაობს მძიმე ტექნიკა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები და დამატებით წყლის ცისტერნები.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები