ხანძარი ხულოში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხულოში, სოფელ ქედლებში ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ხუთი სული ცხოვრობდა,  ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დროულად მივიდნენ, ხის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც adjararm.ge–ს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ვაჟა თავართქილაძემ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფელება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება და მათ ქირით უზრუნვველყოფს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

სხვა ვიდეოები