ხანძარმა ლეღვაში დუმბაძეების ოჯახი დააზარალა

ხანძრის შედეგად სოფელ ლეღვაში დუმბაძეების საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. 6 წევრიანი ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს, განადგურდა სარეალიზაციოდ გამზადებული თხილისა და მანდარინის მოსავალი, ასევე ავეჯი. დაზიანებულია სახურავი. ოჯახი დახმარებას ითხოვს. დაზარალებულების მეზობლები, რომლებმაც სახანძრო ეკიპაჟი გამოიძახეს ამბობენ, რომ მეხანძრეებს მოსვლა ერთი საათით დააგვიანდა.

ქობულეთის სახანძრო  სამსახურში კი ამბობენ, რომ რეაგირება ახლოს მყოფმა ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ოც წუთში მოახდინა, ხოლო ნახევარ საათში მივიდა ქობულეთის სამაშველო ბრიგადა. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ ოჯახის მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია შეაფასებს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები