ხანძრის შედეგად დაშავებული რეანიმაციაშია

ხანძრის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა. ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების თქმით, პაციენტს სასუნთქი გზების მძიმე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

მედიკოსების განცხადებით, დაშავებულს რეანომობილით სპეციალიზირებულ კლინიკაში, ქუთაისში ან თბილისში გადაიყვანენ.

ხანძარი ლერმონტოვის 107 ნომერში ხუთ სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე დღეს დილით გაჩნდა.

ნაქირავებ ბინაში დედა და შვილი ცხოვრობდნენ. დაშავებული კაცი კი ოჯახის ახლობელია იყო, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები