ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ხანძარი იყო ბათუმში, ლერმონტოვის 107 ნომერში. ცეცხლი ხუთ სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა.

დაშავებულია ერთი ბიჭი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტს დამწვრობები აქვს სახისა და ხელის არეში.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზები კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბინის მეპატრონე ლია ჭინკაძე ყვება, რომ სახლი გაქირავებული ჰქონდა. ბოლო რამდენიმე თვეა, იქ დედა-შვილი ცხოვრობდა.

ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რა დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ ოჯახს ამ ეტაპზე უცნობია. ამბობენ, რომ საკითხზე კომისიაში იმსჯელებენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები