ხელნათეკეთების ნივთების გამოფენა

ბულვარში, ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარებისა და საკრავი ინსტრუმენტების გამოფენა გაყიდვა გაიხსნება. „აჭარის რეგიონში ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში საკუთარ ნაშრომებს აჭარის ყველა რაიონის 25 ხელოვანი წარმოადგენს.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ახალი კოლექციები: ხის ნივთები, ნაქარგები, ხალიჩა-ფარდაგები და ორიგინალური სამკაულები. პროგრამა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას ემსახურება. მოქალაქეებს ნიმუშების დათვალიერება საზაფხულო თეატრის მიმდებარედ დღეს 6 საათზე შეეძლებათ. გამოფენა 5 დღე  გაგრძელდება.

სხვა ვიდეოები