ხელოვნების უნივერსიტეტში 54 პირველკურსელია

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. უმაღლეს სასწავლებელში 54 პირველკურსელია, მათ შორის მხოლოდ ერთია, რომელმაც 50% გრანტი მოიპოვა. ცნობილია, რომ 12 პირველკურსელი შიდა პროგრამული დაფინანსებით ისარგებლებს. ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სულ 378 სტუდენტია.  ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები კი არქიტექტურა, დიზაინი და სამსახიობოა.  ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ მიულოცეს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები