ხელვაჩაურის გზაზე ორ ავტომანქანას ევკალიპტი დაეცა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თვითმხილველების თქმით, ფრიდონ ხალვაშის #122-ში ავტომაგისტრალზე ევკალიპტის ხე წაიქცა და ორ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, ისინი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით,  დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები