ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი სოფელ შარაბიძეების მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქრთველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე შარაბიძეების თემში, მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სამნიძესთან ერთად, სოფელ ერგესა და ზედა ჯოჭოს მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებსა და სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა. ერგესა და ზედა ჯოჭოს მოსახლეობამ შეხვედრებზე გაზიფიცირება, შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა, გარე განათების დამონტაჟება და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა მოითხოვა.

ჯუმბერ ვარდმანიძე ასევე, აჭარისწყლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ხერთვისის, მაჭახლისპირის, მაღლაკონისა და აჭარისწყლის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნულ სოფლებშიც ძირითად საკითხებად შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა, გარე განათების დამონტაჟება და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება მოითხოვა.

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერად არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები