ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხუთი კი წინააღმდეგი იყო.

ცნობილია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 3  მილიონ  377 ათას  210 ლარი დაიხარჯება. განათლების სფეროს 230 ათასი ლარი მოხმარდება. დაგეგმილია ოთხი პროგრამის განხორციელება.

2018 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  ჯანდაცვის პროგრამებისთვის  622 ათას 890 ლარია გათვალისწინებული.  თანხა 15 პროგრამაზე გადანაწილდება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 819 ათას 313 ლარია.

მომავალ წელს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალი პროექტი განხორციელდება. კერძოდ, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლებაზეიზრუნებენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები