ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს

მიმდინარე წლის 08 დეკემბერს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. გეოლოგიური დასკვნების თანახმად, სოფელ წინსვლაში კვირიკაძეებისა და თხილნარში დუმბაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცვლელია.
უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 მეწყრული კერა დაფიქსირდა. უქმეებზე ადგილზე გეოლოგები და მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბის წევრები მუშაობდნენ.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები