ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოღვაწე წარმატებული და ღვაწლმოსილი 37 პედაგოგი დააჯილდოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოღვაწე წარმატებული და ღვაწლმოსილი 37 პედაგოგი დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარი ა.რ განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ბასლაძე და რესუსრცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცეს და მათ წარმატებები უსურვეს. პედაგოგებს სიგელები და ფასიანი საჩუქარები გადაეცათ.
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოეწყო კვირეული.მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართა ტურნირი მინიფეხბურთში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ პედაგოგები.
ტრადიციული ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭარით და რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტიეტში ამჟამად 37 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. 2017-2018 სასწავლო წლის მონაცემებით, 1032 პეადაგოგი მუშაობს და განათლებას 7270 მ;ოსწავლე ღებულობს.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები