ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებული 3 უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა

ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებული 3 უკანონო, თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი უკვე დაიხურა. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მყარი ნარჩენების მართვის“ 5 წლიანი პროექტის ფარგლებში  მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საერთაშორისო ორგანიზაცია „CENN“ -ის კოორდინატორი აჭარის რეგიონში კახაბერ გუჩმანიძე ერგეში უკვე დახურულ ნაგავსაყრელის ადგილზე იმყოფებოდნენ. მიმდინარე წელს სოფელ ქვედა ჭარნალში, ზედა ჭარნალში და ერგეში არსებული თვითნებური ნაგავსაყრელების დახურვა და ტერიტორების დასუფთავება მოხდა.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებაზე, სტრატეგიაზე, ნარჩენების მდგრად მართვაზე და საკანონმდებლო ჩარჩოზე საერთაშორისო ორგანიზაცია „CENN“ -მა იმუშავა. ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებასთან ერთად, 2015 წელს, ძალაში შევიდა მუნიციპალიტეტების ვალდებულება, მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ვალდებულების თანახმად, მუნიციპალური ნა

რჩენების მართვის გეგმები უნდა მომზადდეს 2017 წლის ბოლოსთვის. მყარი ნარჩენების მართვის გეგმაზე CENN – (კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) მუშაობდა. აღნიშნული ვალდებულება უკვე შესრულებულია.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები