ხელვაჩაურში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებების შედეგად ქიმიური წამლობა 3150 ჰექტარზეა ჩატარებული, აქედან ხელვაჩურში-556 ჰექტარი, ხოლო 2594-ჰა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. რეგიონში მხოლოდ თხილის პლანტაციების შეწამლვა ხდება. ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები 25 ივლისამდე გაგრძელდება და ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობით ღონისძიებებს რეგიონში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, ხოლო სამუშაოებს შპს “მექანიზატორი” ასრულებს.
“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები