ხელვაჩაურში საარჩევნო ოლქში კაბინები და ყუთები დაიწვა

ხანძარი იყო ხელვაჩაურში 83 საარჩევნო ოლქში. დამწვარია საარჩევნო ინვენტარის ნაწილი. კაბინები, ყუთები და ქსეროქსის აპარატები.

ასევე, დაზიანდა გასული არჩევნების საარქივო დოკუმენტები. ზარალის ოდენობა და ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. დეტალები სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

#83 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, ინვენტარის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. რაც შეეხება საარქივო მასალას, ომარ ვარშანიძის თქმით, დოკუმენტაციის ვადა გასული იყო და პრობლემას არ წარმოადგენს.

შემთხვევის ადგილზე ბათუმის და ხელვაჩაურის ბრიგადები მუშაობდნენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები