ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყლის გზაზე ცემენტმზიდი გადაბრუნდა

ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყლის საავტომობილო  გზაზე ცემენტმზიდი გადაბრუნდა.  შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის განცხადებით მედიკოსთა ბრიგადამ მძღოლი, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანა. მინდია ნაკაშიძის თქმით, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. პაციენტი ამ ეტაპზე  ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.რა გახდა ცემენტმზიდის გადაბრუნების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით გამოძიება არ დაწყებულა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით  დააჯარიმებენ.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები