ხიჭაურის ახალი საბავშვო ბაღი შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული

მიმდინარე წლის იანვარში შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

შუახევის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 სართულიანი შენობა. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიჭაურის ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში ახალ სასწავლო წელს შევა და 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება, დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი. პროექტი ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ლადა” შეასრულებს, რომლის მშენებლობაზეც 219870 ლარი დაიხარჯება.

როგორც შუახევის გამგეობაში აცხადებენ, 2012 წლამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 5 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებდა, 2017 წლისთვის გვექნება 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. დამატებით დასაქმდება 150-ზე მეტი ადგილობრივი. სულ 2012 წლიდან დღემდე ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მშენებლობაზე 1 340 452 ლარი დაიხარჯა.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები