ხიჭაურში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად ხიჭაურში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი გახსნა.
საბავშვო ბაღის მშენებლობა ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 15-ზე მეტი ადგილობრივი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ლადა“ასრულებდა, რომლის მშენებლობაზეც 220.000 ლარი დაიხარჯა.
შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით.
დღეის მდგომარეობით შუახევში 7 ბაგა-ბაღია მოქმედი. ოქტომბრის ბოლოს მათ რიცხვს ფურტიოს, ჩანჩხალოს და ჭალა-წყაროთის ბაგა-ბაღები შეემატება. დასაქმდება 80-ამდე ადგილობრივი.
ბაგა-ბაღის გახსნის ღონისძიებას ხიჭაურში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები