ხულო-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობისთვის კომპენსაციების გაცემა დაწყებულია

ხულო-ახალციხის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ახლო მცხოვრებ ოჯახებზე კომპენსაციების გაცემა უკვე დაწყებულია, ამის შესახებ „აიპრესთან“ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დებუტატმა საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით ამ ეტაპზე მილიონ ნახევარზე მეტი თანხა კომპენსაციის სახით უკვე გაიცა.

„ის სამუშაოები რომელიც ჭირდება გზის დაწყებას ნამდვილად მიმდინარეობს და კომპენსაციების გაცემა უკვე დაწყებულია, კომპენსაციის გაცემა კიდევ გაგრძელდება.

ამ ეტაპზე მილიონ ნახევარზე მეტი თანხა უკვე გაცემულია კომპენსაციების სახით. არის ისეთი ოჯახებიც რომლებიც მიწის ნაკვეთს სარგებლობენ თუმცა დარეგისრტირებული არაა მათ სახელზე, ვცდოლობთ არც ეს ოხაჯები დარჩნენ კომპენსაციის გარეშე. რადგან ეს ხელს შეუშლის გზის მშნებლბას.“- განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები