“ხულო ბარაკების გარეშე”

„ხულო ბარაკების გარეშე“ – პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ათამდე ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით ძირითადად აღამაშენებლის ქუჩაზე, ყოფილ სასამართლოს შენობაში მცხოვრები ოჯახები ისარგებლებენ.

ათამდე ოჯახი ამორტიზებულ შენობაში, რომელსაც გამოცლილი აქვს საძირკველი და დაზიანებული აქვს სახურავი, 20 წელზე მეტია ცხოვრობენ. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი დაიხარჯება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები