ხულო-ძირკვაძეების მიმართულებით გზის ასფალტბეტონის საფარი მოეწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან, პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხულო-ძირკვაძეების მიმართულებით გზის საფარის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ მონაკვეთზე 2400 მეტრზე დაიგო ასფალტბეტონის საფარი. სამუშაოები ივნისის თვიდან დაიწყო და დღეს დასრულდა. მოეწყო 30 გრძ.მ. გაბიონი, 148 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 1718 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 87 გრძ.მ. ლითონის მილი. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 69 ათას 290 ლარი გამოიყო. 2017 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალი: • ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ სულ 10 კმ-მდე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. • 25 კმ-მდე ბეტონის საფარი მოწყობაა დაგეგმილი • მოხდება 17 კმ.სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია. • ხულოში 1ახალი ხიდის მშენებლობა და 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობაა გათვალისწინებული. • სულ ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 7 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება.

“ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები