ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება

ხულო-ზარზმა, გოდერძი-ბეშუმი, ეს ორი გზა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია, გზის მშენებლობა ჩავთვალოთ რომ უკვე დაპროექტებულია”-  ამის შესახებ ზურაბ ალავიძემ ხულოში განაცხადა.

ალავიძემ ყურადღება გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

ზურაბ ალავიძის თქმით ამ ეტაპზე კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს რომელიც სექტემბერში დასრულდება. რეგიონული განვითარების მინისტრის თქმის გზის ხულო-ზარზმის მშენებლობა ორ წელიწადს გაგრზელდება.

“გზა ხულო-ზარზმა კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს ეს პროცესი დაახლოებით სექტემბრის თვეში უნდა დავამთავროთ, კონთრაქტორი გამოკვეთილი უნდა იყოს.წელს დაიწება მობილიზება და შეგვიძლია ზამთრის გამოყენებაც.ასევე უფრო მნიშვნელოვანი მონაკვეთი არის გოდერძი-ბეშუმზე მოსასვლელი გზა რომელიც 11 ნახევარი კილომეტრია, დაახლოებით აქაც პროცედურები დაიწყება კონტრაქტორის შერჩევის შემდეგ. ანუ, ეს ორი გზა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არის და ჩავთვალოთ, რომ უკვე დაპროექტებულია.

მომავალ წელს გავაკეთებთ ხულო -ზარზმის გზას რომელსაც ორი წელი დაჭირდება” განცხადა ზურაბ ალავიძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემაც. მისივე თქმით, გზის სამშენებლო სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება.

„ხულო – ზარზმის გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გოდერძიდან-ბეშუმის მიმართულებით გზის მშენებლობაა,მომავალი სეწონისთვის უკვე ასვალტირებული გზა გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და მეტი ადამიანი ამოვა ბეშუმში დასასვენებლად.“

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები