ხულოს №84 საოლქო საარჩევნო კომისია: ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. ათი საათის მონაცემებით გასულ წელთან შედარებით 177 ნაკლები ამომრჩეველი გამოცხადდა.

12 საათის მონაცემებით ხულოს მუნიციპალიტეტში 4 251 ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, რაც პროცენტულად საერთო ამომრჩეველთა 17,7 % შეადგენს.

12 საათის მონაცემებითაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ხულოში თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები