ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

ხვალ 15 საათზე გაიმართება ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაც. დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ. ხულოს საკრებულოს ერთადერთია რეგიონში, სადაც ხუთი პარტიაა წარმოდგენილი. ახალი მოწვევის საკრებულო ასე დაკომპლექტდა:. ევროპული საქართველო- სამი წევრი- ერთი მაჟორიტარული და 2 პარტიული სიით.

ქართული ოცნება 17 წევრი, 9 მაჟორიტარული და 8 პროპორციული სიით.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6 წევრი- სამი მაჟორიტარული და სამი პროპორციული სიით. დიმიტრი ლორთქიფანიძე კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფლებისთვის- 1- პროპორციული სიით.  პატრიოტთა ალიანსი 1 წევრი. ახალი მოწვევის საკრებულოშიც 28 დეპუტატი იქნება . 15 პროპორციული სიით და 13 მაჟორიტარული სისტემით. საკრებულოში ორი ქალი დეპუტატია.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები