ხულოს ბაღების გაერთიანებამ უკვე მეორედ სასამართლო პროცესი წააგო

„ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“, ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საბავშვო ბაღში სასამართლო პროცესი უკვე მეორედ წააგო. საქმე ამჯერად სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის მენეჯერთან მედეა მამულაძესთან წააგო. მამულაძე მას უსამართლოდ გათავისუფლებას ედავებოდა. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. რის თანახმადაც ბაღების გაერთიანებას მამულაძის დაუყონებლივ სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.

დოკუმენტები რომელიც”აიპრესს“ თავად მოსარჩელემ მიაწოდა, ვკითხულობთ, რომ „ბათილად იქნა ცნობილი ა (ა) იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ 2017 წელის 23 იანვრის წერილი N01-26/22 მედეა მამულაძის ა (ა)იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის მენეჯერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

მედეა მამულაძე აღდგენილი იქნას ა (ა)იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე და აღუდგეს შრომითი ურთიერთობები დაკავებულ თანამდებობაზე . „ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებას დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.“

მედეა მამულაძე 2016 წლის 15 იანვრიდან ა(ა) იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ღურტის, საბავშვო ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე, ისე, რომ აღნიშნული ბრძანება მისთვის არ გადაუციათ და განუმარტეს, რომ ხელშეკრულება ფორმდებოდა განუსაზღვრელი ვადით.

2017 წლის იანვარში ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის სასწავლო პროცესის განახლებისთანავე მედეა მამულაძე გამოცხადდა მისი მოვალეობის შესასრულებლად და მოითხოვა ჟურნალში მისი გამოცხადების დაფიქსირება ხელმოწერით, რა დროსაც თანამშრომელმა ექთანმა განუმარტა, რომ ა(ა) იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის ზეპირი განმარტებით, ის განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.

2017 წლის 24 იანვარს მედეა მამულაძემ მიიღო ა(ა) იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წერილი დათარიღებული 2017 წლის 23 იანვრით, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 3 მაისს ა(ა) იპ „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ N01-05/53 ბრძანების თანახმად გაფორმებული იქნა ხელშეკრულება N03-14/20 თქვენი ღურტის საბავშვო ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2016 წლის 31 დეკემბერს შეუჩერდა ღურტის საბავშვო ბაღის მენეჯერის უფლებამოსილება.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების დირექტორი აიპრესთან აცხადებს, მამულაძის თანამდებობაზე უკვე აღდგენილია, ამის შესახებ ბრძანებაც დაწერილია. ირაკლი რიჟვაძის მისივე თქმით პრობლემა დოკუმენტაციაში იყო იმ ეტაპზე ბაღების გაერთიანებას იურისტი არ ყავდა და სწორედ ამიტომ ხელშეკრულების ხელწერის საკითხი გაიპარა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები