ხულოს ბიუჯეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში უკვე დაიწყო. მომდევნო წლის ბიუჯეტი უკვე გადანაწილდა კომისიებში.  ფინანსურ დოკუმენტს შენიშვნებით მერიაში 25 ნოემბრამდე გადააგზავნიან, შესწორებულ ვარიანტს კი 10 დეკემბრამდე ელოდებიან. ხულოს საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,  სამომავლო პრიორიტეტებში კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება.

დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში სანიაღვრე არხების დახურვა და ბილიკის მოწყობა. საწყის ეტაპზე ხულოს ბიუჯეტი 9 მილიონ 56 ათას ლარს შეადგენს. მერიაში მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდიდან წლის ბოლომდე, დამატებით მილიონ ლარზე მეტს ელოდებიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები